პირველი იანვრიდან რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელი შეეცვალა. ზაქარეიშვილის უწყებას ახლა „შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო“ ჰქვია.
2013 წელს საქართველოს საგარეო პოლიტური ცხოვრების ძირითადი მოვლენები ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უკავშირდებოდა. განსაკუთრებული წარმატება გამოიკვეთა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტი, შრომის კოდექსი, სოციალურად დაუცველთა ბაზების მოწესრიგება, პენსიების მატება... - ეს სოციალური პოლიტიკის ის ნაწილია, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს განახორციელა.
როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველები გასულ ერთ წელს აფასებენ, ამბობენ, რომ შეუდარებლად უკეთესი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
მოდით, თვალი გადავავლოთ 2013 წელიწადს, დღეიდან მივყვეთ და ვნახოთ, რა ითქვა, რა გამოცხადდა ამ წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნივნელოვანი პოლიტიკოსების, დისიდენტების, სპორტსმენების თუ უბრალო ადამიანების მიერ.
დასრულდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ათწლიანი პერიოდი. გიორგი მარგველაშვილის სახით საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. შეიცვალა ქვეყნის კონსტიტუცია.
პრემიერ-მინისტრი უახლოეს ხანებში აპირებს მთავარი პროკურორის შემცვლელის წარდგენას. ამ აუცილებლობის წინაშე მთავრობა ოთარ ფარცხალაძის განცხადების გამო დადგა.
მალხაზ მემარნიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჩაილურში ცხოვრობს. მას 12 ჰექტარამდე ფართობზე საფერავის ჯიშის ვენახი ამავე სოფელში აქვს გაშენებული.
55 წლის მამანტი უბილავა ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ოჯახთან ერთად თავისი ქალაქიდან, გალიდან, იძულებით გადმოსვლის დღიდან ცხოვრობს.
2013 წლის შეფასებისას წლის მონაპოვრად რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები მშვიდ ვითარებაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მიიჩნევენ, თუმცა, რესპონდენტთა ნაწილის აზრით, ეს წელი ქუთაისისთვის სხვა მხრივ გამორჩეული და საინტერესო არაფრით ყოფილა.
განვლილი 2013 წელი, ახალციხელთა აზრით, მნიშვნელოვანი ძირითადად პოლიტიკური თვალსაზრისით იყო. საზოგადოების უმეტესი ნაწილი წლის მნიშვნელოვან მოვლენად 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებს.
31 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თამარ გაბისონია, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი.
ჩამოტვირთე მეტი