თბილისი ცდილობს დაარწმუნოს ნატოს წევრი სახელმწიფოები ქვეყნისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის აუცილებლობაში.
უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმში შეკრებილმა სტუდენტებმა, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და იქ მყოფმა უკრაინელებმა.
კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა ევროკომისარი შტეფან ფიულე, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების პროცესს.
სამოქალაქო სექტორი აპირებს ხელმოწერები შეაგროვოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის 2 წლით გადავადების წინააღმდეგ.
თბილისის საკრებულოს უმცირესობამ ბოიკოტი გამოაცხადა და სხდომას არ დაესწრო. პროტესტი განპირობებულია იმით, რომ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში არ მოხვდა დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა.
24 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი.
28 იანვარს უკრაინაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ დანიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ რიბაკმა.
საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, საქართველოში პროგრესი შეინიშნება.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამ პოსტიდან მიდის, თუმცა წასვლის წინ ის საკმაოდ მწვავე ვითარებაში აღმოჩნდა.
რას სთავაზობს საქართველო უცხოელ ინვესტორებს და რამდენად გამართლდა შარშანდელ ფორუმთან დაკავშირებული იმედები?
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორი საათის განმავლობაში, მათი თქმით, ღია და მეგობრულ ატმოსფეროში საუბრობდნენ პრეზიდენტთან ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ირგვლივ.
მას შემდეგ, რაც კიევის ქუჩებში ვითარება საგრძნობლად დაიძაბა და ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს მსხვერპლიც მოჰყვა, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის დამადასტურებელი აქციები საქართველოშიც იმართება.
ჩამოტვირთე მეტი