2014 წელს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია იცვლის თავმჯდომარეს, ხელმძღვანელს, მათ შორის, მორიგე თავმჯდომარეს იცვლის ევროკავშირი, ასევე - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი თვით ადრე რუსეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და განსაკუთრებული რეჟიმი აამოქმედა.
ტატიანა ჩორნოვოლს სასტიკად სცემეს დეკემბრის ბოლოს, სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მისი სტატია უკრაინის მთავრობის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
თბილისი მომავალი წლის ბიუჯეტის გარეშე დარჩა, რადგან ვერ მოგროვდა ბიუჯეტის დასამტკიცებლად საჭირო დეპუტატთა 24 ხმა.
საკანონმდებლო ორგანო 6 იანვარს იმსჯელებს იმაზე, თუ ვის წარადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატად.
ავღანეთში პატიმრების გათავისუფლება ჩაფიქრებულია როგორც კეთილი ნების ჟესტი თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკების ხელშესაწყობად.
სახმელეთო ტრანსპორტის მძღოლებისთვის რუსეთის საზღვრის გადასალახავად მრავალჯერადი ვიზის აღება არცთუ იაფი, მაგრამ შედარებით სწრაფად და იოლად მოსაპოვებელი გახდება.
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 31 დეკემბერს ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ ჯერაპოვი შეიწყალა.
პირველი იანვრიდან რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელი შეეცვალა. ზაქარეიშვილის უწყებას ახლა „შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო“ ჰქვია.
2013 წელს საქართველოს საგარეო პოლიტური ცხოვრების ძირითადი მოვლენები ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უკავშირდებოდა. განსაკუთრებული წარმატება გამოიკვეთა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტი, შრომის კოდექსი, სოციალურად დაუცველთა ბაზების მოწესრიგება, პენსიების მატება... - ეს სოციალური პოლიტიკის ის ნაწილია, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს განახორციელა.
როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველები გასულ ერთ წელს აფასებენ, ამბობენ, რომ შეუდარებლად უკეთესი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
ჩამოტვირთე მეტი