ჩეხეთის დედაქალაქმა უმასპინძლა აფხაზეთის კულტურის დღეებს, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება და შეხვედრა გაიმართა - მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში, სადაც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების პირველმა პირებმა ჩეხ პოლიტიკოსებს მიაწოდეს ინფორმაცია მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ე.წ. ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესახებ.