რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც აშშ და ევროკავშირი სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ, თავის მხრივ, უკრაინას მოუწოდებს დაიწყოს დიალოგი სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებთან.
საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი.
ახალგორელ ჟურნალისტს, მარი ოთარაშვილს, დაბაში ჩასვლა ხშირად უწევს. დღეიდან მას ახალი საშვი სჭირდება იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაუბრკოლებლად გაიაროს.
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების საფრთხე რეალურია.
თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევარი დარჩა, თუმცა კანდიდატების დასახელებას პოლიტიკური პარტიები ჯერაც არ ჩქარობენ. ამ დრომდე ქუთაისის მერობის ერთადერთი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი.
საიას გორის ოფისში გამართული დისკუსიის თემა საკრებულოს წევრების უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში იყო.
სანქციები - კერძოდ, საბანკო ანგარიშების გაყინვა და ევროკავშირის ვიზებზე უარი - ახლა ეხება 48 ადამიანს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებსა და უკრაინაში პრორუსულად განწყობილ აქტივისტებს.
უკვე მეორე დღეა მოლდავეთის მოქალაქეები, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, უვიზოდ მოგზაურობენ „შენგენის ზონის“ ქვეყნებში.
გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯერ არც ერთი მერობისა და გამგებლობის კანდიდატი არ დარეგისტრირებულა.
დავით ქევხიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, საკრებულოს გადაწყვეტილებას გამგებლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის გუშინდელი შეხვედრის ერთადერთი შედეგი სოფელ კოშკასთვის წყლის მიწოდებაზე შეთანხმებაა.
29 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლინა ღვინიანიძე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ადამიანის უფლებების პროგრამის ხელმძღვანელი.
ჩამოტვირთე მეტი