ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, რუსეთის სამხედრო ავიაციის იერიში 20 ოქტომბერს განხორციელდა ქალაქ სარმინში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა გრძელდება. ტელეკომპანიის წარმომადგენლების რამდენიმე შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ბოლო კვირის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან დაკავების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ინციდენტი წუხელ სოფელ ქვეშისა და ოკუპირებული ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ყოფილი მმართველი პარტიის წევრებს პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ აქვთ.
22 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" მონაწილეობა მიიღო მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ. მან შეაფასა "რუსთავი 2"-ის საქმის გარშემო შექმნილი ვითარება და ილაპარაკა მედიაპლურალიზმის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
22 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი.
22 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლაშა ტუღუში, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი.
აშშ-მა მძაფრად გააკრიტიკა რუსეთი იმისთვის, რომ მან, - როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, - „წითელი ხალიჩა დაუფინა“ სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს.
ეს ასადის პირველი მოგზაურობაა უცხოეთში 2011 წლის შემდეგ, მას მერე, რაც „არაბული გაზაფხულის“ საპროტესტო ტალღა მის ქვეყანასაც მისწვდა.
ევროკავშირი მოელის, რომ მომავალ კვირაში კოსოვოსთან ხელს მოაწერს ხელშეკრულებას, რაც ბალკანეთის ამ კუთხეს ევროკავშირში გაერთიანებისკენ გზას გაუხსნის.
„გორის მერმა ახდილად გამოუცხადა ომი რესპუბლიკურ პარტიას“ - ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლექსო ვალიაურმა თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.
პროკურორთა სამდღიან კონფერენციაზე 15-კაციანი საბჭოს 8 წევრი აირჩიეს, ახლა დანარჩენი 7 წევრის არჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პარლამენტს და სამოქალაქო სექტორს მოუწევს.
ჩამოტვირთე მეტი