გასულ კვირას საქართველოში ყველას ყურადღება ისევ ლარის კურსისადმი იყო მიპყრობილი. კვირის განმავლობაში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის კურსი რამდენჯერმე შეიცვალა.
ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი დევალვაციის პროცესის გამო საქართველოს მოსახლეობა თითქმის ვერ სარგებლობს მსოფლიოს ბაზარზე პროდუქციის ფასების შემცირებით გამოწვეული ეფექტით.
მოსკოვის ცენტრში, კრემლის სიახლოვეს, 27 თებერვალს ოპოზიციონერი ლიდერის, ბორის ნემცოვის, მკვლელობას საერთაშორისო ლიდერები ეხმაურებიან.
მოსკოვის ცენტრში მოკლეს რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ბორის ნემცოვი. ახალი ამბების სააგენტოების მიერ გავრცელებული ეს ცნობა რუსეთის მთავრობამაც დაადასტურა.
კიევი აცხადებს, რომ ორდღიანი შედარებითი სიმშვიდის შემდეგ დონბასში კვლავ დაიღვარა უკრაინელი ჯარისკაცების სისხლი.
ეროვნული ბანკი არ აპირებს პოლიტიკურ დებატებში ჩართვას, - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, 26 თებერვლის განცხადებას.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე და მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ თბილისის მერიაში თანამდებობებზე ის ადამიანები დაინიშნენ, ვინც ატესტაციის გავლა ვერ შეძლო.
რუსეთი კრიტიკით შეხვდა დასავლელი ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებს სავარაუდო ახალ სანქციებზე, თუ მოსკოვი არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს უკრაინის საკითხში.
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებმა, სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელეს 2011 წელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაზე.
შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში გრძელდება დებატები იმის შესახებ, თუ როგორი პასუხი უნდა გაეცეს რუსეთის აგრესიულ ქმედებას
საქართველოში მოქმედმა მსხვილმა კომერციულმა ბანკებმა მიიღეს ეროვნული ბანკის შეთავაზება და წარმოადგინეს გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ფიზიკურ პირებს დოლარში აღებული სესხის ტვირთი.
26 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების უმაღლეს პირებთან შეხვედრებს მართავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ჩამოტვირთე მეტი