მთავრობამ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი ეკონომიკური ზრდის 5%-დან 2%-მდე შემცირების, ლარის დევალვაციისა და 13-14 ივნისის სტიქიური უბედურების ფონზე მოამზადა.
ინდოეთი და პაკისტანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდებიან. ამის შესახებ 10 ივლისს, ორგანიზაციის სამიტის დროს, უფაში მიღებულ დეკლარაციაშია საუბარი.
საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებისგან განსხვავებით, საკრებულოების წევრები არავითარი იმუნიტეტით არ სარგებლობენ.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საფრანგეთში გაემგზავრა. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ის ხელს მოაწერს მეორე კონტრაქტს საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ.
10 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე.
რუსეთში დახურვას უპირებენ ამ ქვეყანაში მოქმედ ერთ-ერთ ცნობილ უფლებადამცველ ორგანიზაციას, „წამების საწინააღმდეგო კომიტეტს“, რომელიც იანვარში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდა.
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას რატიფიცირება უკვე გაუკეთა ევროკავშირის 23-მა ქვეყანამ, თუმცა დარჩენილია კიდევ 5 ქვეყანა.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპის ყველაზე დიდი ცალკე აღებული მხეცური დანაშაულიდან ოცი წლის შემდეგ რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების თანამშრომელმა ჯენანა ჰალიმოვიჩმა გადაწყვიტა, ეზრუნა იმაზე, რომ მსხვერპლნი - და არა მხოლოდ მათი სახელები - დავიწყებას არ მიეცნენ. მან დაიწყო დახოცილი ხალხის ფოტოების შეგროვება და ამჟამად 2400-ზე მეტი ფოტოს მოუყარა თავი.
რუსეთმა შეასრულა პირობა, რომელიც სერბიასა და ბოსნიელ სერბებს მისცა, და ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას, რომელშიც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა გენოციდად იყო მოხსენიებული.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ხუთშაბათს სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში და პირობა დადო, რომ 9 ივლისს გააცნობს ევროზონის ლიდერებს ეკონომიკური რეფორმების გეგმას.
თირის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში ფრესკების ნაწილი გადალესეს. მეცამეტე საუკუნის ძეგლზე დაწყებული სარემონტო სამუშაოების შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ეპარქიაში არაფერი იცოდნენ.
8 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიგლა მიქაუტაძე, "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" დირექტორი.
ჩამოტვირთე მეტი