2 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი - უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის 2014 წლის მდგომარეობის ამსახველი ანგარიშით პარლამენტის წინაშე წარსდგა.
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს თურქმენეთის პრეზიდენტი, რომელმაც თავის ქართველ კოლეგასა და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრები გამართა.
30 ივნისს-1 ივლისს ჟენევა საერთაშორისო მოლაპარაკებათა 32-ე რაუნდის მონაწილეებს მასპინძლობს. სამშაბათს თანათავმჯდომარეებთან საუბარია დაგეგმილი.
30 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.
ერევანში გრძელდება საპროტესტო აქცია, მიუხედავად პოლიციის არაერთი მოწოდებისა გათავისუფლდეს შეკრების ადგილი ცენტრალურ, ბაგრამიანის, გამზირზე.
ირანი მიაღწევს თავის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას, თუ მეორე მხარე გადაჭარბებულ მოთხოვნებს არ წამოგვიყენებს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა ვენაში.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სირიაში დაღუპვის ფაქტმა საზოგადოებას ხელახლა შეახსენა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უმძიმესი გამოწვევა, რომელიც ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ უკავშირდება.
გასული კვირა პოლიტიკურად აქტიური აღმოჩნდა. ცვლილებები შევიდა ბიუჯეტში, პარლამენტმა დაიწყო რამდენიმე კანონპროექტის განხილვა.
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან ფინანსური მონიტორინგისა და საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს.
დღეს მოსკოვში, 85 წლისა, გარდაიცვალა ევგენი პრიმაკოვი, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ბოლოს ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი იყო.
მეორე კვირა დაიწყო, რაც სომხეთის დედაქალაქში არ წყდება გამოსვლები ელექტროენერგიის გაძვირების გამო. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არ აპირებენ უკან დაიხიონ, მიუხედავად პოლიციასთან შეხლა-შემოხლის გამეორების საფრთხისა.
ახლოვდება ივნისის ბოლოსათვის დათქმული ვადა, როდესაც ირანმა და მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
ჩამოტვირთე მეტი