ნავთობის ფასი ამ კვირაში უკვე მეორედ ჩასცდა ბარელში 30 დოლარს, რის ერთ-ერთ მიზეზადაც მიჩნეულია ირანიდან ნავთობის ექსპორტის მალე განახლების პერსპექტივა.
პაკისტანში ყოველ წელს ასობით გოგონას და ქალს კლავენ საკუთარი ოჯახის წევრები, მათი აზრით, ოჯახის ღირსების დასაცავად.
პეტრო პოროშენკო 2016 წლის ამოცანებად აცხადებს აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას და უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნებას.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარმოადგინა შედეგები კვლევისა „ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში“.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევები არ აღწევს ეპიდემიის მასშტაბს.
15 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია და "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ადამიანის უფლებების იურისტი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.
დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ეკონომიკური პრობლემების, პირველ რიგში, ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ფასების მატების გამო.
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში საგანგებო მიღება გაიმართა. დროშის დღე აღნიშნეს საქართველოს საზღვრისპირა ქალაქებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა კრიმინალთან უფრო შედეგიანი ბრძოლისა და პოლიციელთა მიმართ პატივისცემის განმტკიცების აუცილებლობას ხედავს.
დაპატიმრების ფონია აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში 13 იანვარს მოწყობილი აქციები, რომელთა მონაწილეებიც აპროტესტებენ უმუშევრობას, ფასების მატებას და სხვა ეკონომიკურ პრობლემებს.
ასობით ადამიანი მონაწილეობდა აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებში, რომლებიც სურსათზე ფასების მატებისა და უმუშევრობის ზრდის წინააღმდეგ იყო მიმართული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა ოთხშაბათს, ბირთვული უსაფრთხოების სამიტებმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა.
ჩამოტვირთე მეტი