დანიამ გერმანიასთან საზღვარზე მგზავრების დოკუმენტების შემოწმება დაიწყო. მანამდე კი შვედეთი შეუდგა თავის ტერიტორიაზე მოხვედრის მსურველთა დოკუმენტების გაკონტროლებას.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – სტრატეგიულ მოკავშირეებად არიან მოხსენიებული რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას შემუშავებული და ბიუჯეტი გაწერილი აქვს ქალაქის განვითარების ხელშესაწყობად პრიორიტეტები.
გორის საკრებულოში მორიგი საიმპიჩმენტო პროცედურა დაიწყო. საკრებულოს წევრების ოპოზიციური ნაწილი საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და 4 კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს.
საუდის არაბეთი უარყოფს, რომ ირანთან ურთიერთობის გაწყვეტა სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებას დააზარალებს.
5 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ხარატიშვილი, "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი.
საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა ირანთან, რეგიონში თავის მეტოქესთან, მას შემდეგ, რაც ირანში თავს დაესხნენ საუდის არაბეთის საელჩოსა და საკონსულოს.
გენერალი სერგუნი 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს და იყო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აკრიტიკებს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემას და ამბობს, რომ არსებობს მოსამართლეთა კლანი, რომელიც პირადი შეხედულებებით ნიშნავს მოსამართლეებს.
საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც 13 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან შედგება, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს.
თეირანში თავს დაესხნენ საუდის არაბეთის საელჩოს და საკონსულოს. ირანში დემონსტრანტების ეს ძალადობა მოჰყვა საუდის არაბეთში ცნობილი შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას.
კახა გოგოლაშვილი ლაპარაკობს 2016 წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მოსალოდნელ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
ჩამოტვირთე მეტი