ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან შემოსული ბიულეტენების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. კომისიას უწევს დაითვალს როგორც პარლამენტის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების, ასევე გამგებლის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები.
რამდენად მოსალოდნელი იყო საზოგადოებისთვის ის შედეგები, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მივიღეთ და რამდენად კმაყოფილია ხალხი ახალი პარლამენტის შემადგენლობით. ამის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი და მისი რესპუბლიკელი მეტოქე დონალდ ტრამპი ერთმანეთს 9 ოქტომბერს მწვავე დებატებში დაუპირისპირდნენ.
10 ოქტომბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მოქალაქე, ფემინისტი სოფო ტაბატაძე, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს "სამართლიანი არჩევნების" მოხალისის სტატუსით აკვირდებოდა.
10 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა ტალიური, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა საპარლამენტო არჩევნების დღის დარღვევებზე. საია-ს 8 ოქტომბრის არჩევნებზე 500-მდე დამკვირვებელი ჰყავდა.
10 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა ტალიური, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორი.
აჭარის რეგიონის მასშტაბით, საქართველოს პარლამენტის მანდატები პროპორციული სისტემით „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვეს.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას რამდენიმე ათეული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა.
საპარლამენტო არჩევნების საბოლოო, დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, პოლიტიკოსები კი - როგორც დამარცხებულები, ისე მოგებული პარტიების ლიდერები - ჩავლილ არჩევნებს შეფასებას აძლევენ და სამომავლო გეგმებზე ღიად ლაპარაკობენ.
გორის 41-ე და 42 -ე მაჟორიტარულ ოლქებში წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ორივე ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პირველი ადგილი დაიკავეს.
8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR). საერთაშორისო მისიამ 9 ოქტომბერს წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა.
ჩამოტვირთე მეტი