გორის 41-ე და 42 -ე მაჟორიტარულ ოლქებში წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ორივე ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პირველი ადგილი დაიკავეს.
8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR). საერთაშორისო მისიამ 9 ოქტომბერს წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა.
8 ოქტომბერს აჭარაში ამომრჩევლებმა, საქართველოს პარლამენტთან ერთად, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს - უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აირჩიეს.
ურთიერთგანსხვავებულია ორი ეგზიტპოლის შედეგები, რომლებიც 8 ოქტომბერს კენჭისყრის პროცედურის შემდეგ გამოაქვეყნა, ერთი მხრივ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და, მეორე მხრივ, ტელეკომპანიების ჯგუფმა „იმედის“, GDS-ის, „მაესტროსა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის შემადგენლობით.
ნაციონალური მოძრაობის წევრები საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლის პირველ შედეგებს ოპტიმისტურად უყურებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ იმ ადამიანების ხმებს, რომლებმაც გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, საბოლოო შედეგებში სწორედ ისინი მიიღებენ.
ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ამ ცნობას „ოცნების“ საარჩევნო შტაბში ზეიმით შეხვდნენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, რის შემდეგაც გაიმართა ფოიერვერკი და კონცერტი.
არასამთავრობო სექტორის დაკვირვებით, 8 ოქტომბრის არჩევნების წინ ნაკლებად ისმოდა ბრალდებები კენჭისყრის შედეგების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით.
ახალციხე – ადიგენის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და ხმა ახალციხის 28-ე უბანზე მისცა.
ქალაქის მერობის კანდიდატებმა მოქალაქეობრივი ვალი დღის პირველ ნახევარში მოიხადეს. “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ვლადიმერ ზედგინიძემ, ხმა ახალციხის #1 საარჩევნო უბანზე მისცა. მმართველი ძალის მერობის კანდიდატი ადგილზე ოჯახის წევრებთან ერთად გამოცხადდა. ამბობს, რომ პირველივე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, საბურთალოს მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მხარი უკეთეს მომავალს და ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას დაუჭირა.
ჩამოტვირთე მეტი