ოქტომბრის ბოლოს, ჰაკერებმა, უკრაინული ჯგუფიდან „კიბერხუნტა“, გამოაქვეყნეს ორი ათასამდე წერილი, რომელიც მათ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ვლადისლავ სურკოვის მისაღების ელექტრონული ფოსტის გატეხვით მოიპოვეს. მიმოწერა ნათელს ფენს იმას, თუ რა მიზანს ისახავს და როგორ ერევა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და მისი კანცელარია თვითგამოცხადებული აფხაზეთის შიდა საქმეებში.