დღევანდელი გადაცემის თემაა თავდასხმები თურქეთსა და გერმანიაში და საფრთხე, რომლის პრევენცია სულ უფრო რთულდება, მათ შორის, ნატოს უძლიერეს სახელმწიფოში.
ქართულ საინფორმაციო სივრცეში ხშირად კამათობენ იმაზე როდის და როგორ უნდა ეხმაურებოდეს საქართველო სირიის კონფლიქტს, ალეპოს ტრაგიკულ მოვლენებს? რა უნდა იყოს მისი გზავნილი ბოლოდროინდელი ტერაქტების პასუხად?
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2016 წლის 20 დეკემბერს გამოიტანა რუსეთის გამამტყუნებელი ვერდიქტი საქმეზე, რომელიც 2006-2007 წლებში რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება.
თბილისში ალეპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზება სამოქალაქო პირებმა გააკეთეს სოციალური ქსელების მეშვეობით. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. ხელში ეჭირათ პლაკატები, წარწერებით: „საქართველო ალეპოსთვის“, „თუ ომი გსურთ, იქ თქვენი შვილები გაუშვით“.
რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომელთა მოსაზრებებითაც აჭრელებულია რუსეთის მედია, მომხდარ ტერაქტში დასავლეთს ადანაშაულებენ.
გასულ კვირაში ალეპოში მდგომარეობის გამწვავებას მკვეთრი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოში. ეს შეინიშნებოდა სოციალურ ქსელებში და აისახა მედიის დღის წესრიგზეც.
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, სავარაუდოდ, ტერაქტი იყო ბერლინში 19 დეკემბერს მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი.
ვაგრძელებთ საუბარს აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვსიტოს ომის დაწყების დღესთან დაკავშირებით. ვის რა ვითარებაში მოუსწრო ომმა და რა დასკვნებია გამოტანილი წლების შემდეგ.
ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა. 20 დეკემბრისთვის ერთი დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს გასცდა.
ჩამოტვირთე მეტი