ჩვენი კორესპონდენტების მოკლე ვიდეორეპორტაჟები ქვეყნებიდან, რომლებშიც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მაუწყებლობს.
გაეროს ლტოლვილთა უწყება აკრიტიკებს ევროპის ქვეყნებს იმის გამო, რომ მიგრანტთა კრიზისის მოგვარების საქმეში არ თანამშრომლობენ და უკანონოდ კეტავენ საზღვრებს.
ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.
ტყიბულელმა მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ბიზნესომბუდსმენთან, პროფკავშირებსა და კომპანიის წარმომადგენლებთან 29 თებერვალს გამართული 7-საათიანი შეხვედრის შემდეგ მეშახტეები შემოთავაზებულ პირობებზე დათანხმდნენ.
1 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე. ის არის აგრეთვე იმ სამთავრობო კომისიის წევრი, რომელმაც შეარჩია კანდიდატების ხუთეული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე.
მუშაობა განაახლეს ტყიბულელმა მაღაროელებმა, რომლებიც 14 თებერვალს გაიფიცნენ ხელფასის 40%-ით გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში სამთავრობო კომისიამ შეარჩია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი კანდიდატი, რომელთაგან სამს საქართველოს მთავრობა წარუდგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ჟურნალისტებმა და მედიაექსპერტებმა განიხილეს ახალი მედიის თვითრეგულირების სტანდარტების თემა, იმსჯელეს ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხებზე ონლაინმედიაში.
რატომ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, როგორ დაიშალა თუ დასუსტდა ევროპაში მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებული იმპერიები, როგორ დაიწყო მოგვიანებით დაშლილი ევროპის გაერთიანება?
ირანში 26 თებერვალს ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგებით, პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ და მისმა მოკავშირე რეფორმატორებმა უმრავლესობა მოიპოვეს გავლენიან ექსპერტთა საბჭოში.
ჩამოტვირთე მეტი