ერევანში გამართულ მსვლელობაზე სომხეთის ათასობით მოქალაქეს გაუძღვა ჰოლივუდის ვარსკვლავი და უფლებადამცველი ჯორჯ კლუნი.
აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიაში ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს აშშ-სა და ევროკავშირს შორის ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას და მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში.
ზეწოლის ფაქტებზე ალაპარაკდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მოძრაობა "აუდიტორია #115"-ის წევრები. სტუდენტურმა მოძრაობამ ხელისუფლების სახელზე განცხადებაც გაავრცელა.
აშშ არ ზღუდავს და არც მომავალში შეზღუდავს იმ ბიზნესს, რომელიც ირანში ნებადართულია მას შემდეგ, რაც ბირთვული შეთანხმება იანვარში ამოქმედდაო, განაცხადა ჯონ კერიმ.
სამხრეთ ბალკანეთის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ აუცილებლად უნდა იზრუნონ ყველაზე დაუცველ მიგრანტებზე და უფრო აქტიურად შეებრძოლონ ტრეფიკინგს.
რუსეთი აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინას აღარ მოსთხოვს დააბრუნოს სამი მილიარდი დოლარი, რათა კიევში ახალ მთავრობას დრო მისცეს შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით.
აშშ-ის კონგრესის ლიდერები მოუწოდებენ სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის არ წავიდეს ძალიან შორს ირანისთვის დახმარების საქმეში, რაც უკავშირდება თეირანის სწრაფვას, ბირთვული შეთანხმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი ნახოს.
21 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართული დებატების დროს, ევროპელი დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ როგორ აპირებს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი თანამშრომლობას ოპოზიციასთან.
მომავალი კვირიდან საქართველოს პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას შეუდგება.
სერგეი ლავროვი სომხეთში ჩავიდა და ამ ქვეყნის ლიდერებთან ერთად განიხილავს აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბრაგვაძე ეთნოგრაფიული საარქივო მასალების შეკრებასა და ციფრულ დამუშავებაზე ბოლო 6 თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა.
ჩამოტვირთე მეტი