გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჯერ არ არის დადგენილი, რა მოტივი ამოძრავებდა დანით შეიარაღებულ პირს, რომელმაც 10 მაისის დილას ერთი ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა.
ავღანეთის ყუნდუზის პროვინციაში გასული წლის შემოდგომაზე მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლები, რომლის დროსაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა შეცდომით საავადმყოფო დაბომბეს.
დავით ნარმანია მზადაა უპასუხოს დეპუტატების კითხვებს თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გაცვლისა და ბაღის საზღვართან მდებარე 29 ჰექტარი მიწის გაყიდვის თაობაზე.
ე. წ. „პანამის დოკუმენტებში“ მოხსენიებულ 200 000-ზე მეტ ოფშორულ ანგარიშთან კიდევ 85 ქართველის კავშირი იკვეთება - ასეთია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მომზადებული გამოძიების ახალი მონაცემები.
თავდამსხმელი დაკავებულია და ახლა მუშაობენ მისი ვინაობისა და მოტივის დასადგენად.
კრემლის მხარდამჭერი მოტოციკლეტისტთა ჯგუფის, "ღამის მგლების" პრაღაში ჩასვლას საზოგადოების ნაწილი ბრაზით შეხვდა. რუსი ბაიკერების წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდნენ ჩეხები, რუსები და უკრაინელები.
პარტია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ მოჩვენებით ცვლილებებს გეგმავს, ხოლო, სინამდვილეში, რეტროგრადების გავლენით, ვერც თავად ვითარდება და ვერც ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას უწყობს ხელს.
10 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მან ილაპარაკა საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე პოლიტიკოსთა რიტორიკაზე. უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის 9 მაისის განცხადებას.
10 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
დღევანდელი გადაცემის სტუმარია თამარ კინწურაშვილი - მედიის განვითარების ფონდი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბთან გაკრული პარტიის ბანერი დაუდგენელმა პირებმა ჩამოხიეს.
გორში კომუნისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მივიდნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იმ ადგილას, სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ძეგლის ხელმეორედ დადგმა. აქციაზე დაპირისპირება მოხდა საზოგადოება „სტალინელის“ ლიდერ გრიშა ონიანსა და კონტრაქციის წევრებს შორის,რომლებიც კომუნის
ჩამოტვირთე მეტი