12 მაისს რუმინეთში მდებარე დევესელის ბაზაზე ევროპის ანტისარაკეტო ფარის პირველი კომპონენტი, აშშ-ის მიწისზედა ბაზირების რაკეტგადამტაცი სადგური, ამოქმედდა.
ანექსირებული ყირიმის პროკურორმა ნატალია პოკლონსკაიამ განაცხადა, რომ დაბლოკილ იქნა რადიო თავისუფლების ვებსაიტი „კრიმ რეალიი“.
ანტისარაკეტო სისტემის ამოქმედების ცერემონიაში, რუმინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის, განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით ქრთამის სახით გაცემული თანხა, საშუალოდ, 1,5-2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს.
„სახელმწიფო ხალხისათვის“ - ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის დაფუძნებასაც აპირებს ცნობილი მომღერალი და ”საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე.
ბაღდადში კიდევ ორი აფეთქება მოეწყო მას შემდეგ, რაც 11 მაისს შიიტების რაიონში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, 63 ადამიანი.
ქართული საბრძოლო ქვედანაყოფების გარდა ავღანეთში ცალკე მისიით იმყოფება სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მრავალეროვნულ ჯგუფთან ერთად წარმოადგენენ გაეროს დამხმარე მისიას.
დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია შეერთებული შტატების წინასაარჩევნო მარათონში. ამერიკელმა მილიარდერმა, რომელმაც ყველა კონკურენტი ჩამოიცილა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში.
რას მოიტანს ოთხთვიანი საარჩევნო კამპანია და რა რეკომენდაციები არსებობს პროცესის სამართლიანად და ეფექტურად წარმართვისათვის?
11 მაისს თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე სტარტი აიღო ქართულ-ამერიკულმა სწავლებამ - „ღირსეული პარტნიორი 2016“.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ოფიციალურად გაიხსნა ორკვირიანი საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“, რომელშიც 1300-მდე ამერიკელი, ბრიტანელი და ქართველი სამხედრო მონაწილეობს.
11 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო არმაზ ახვლედიანი. მან ილაპარაკა პარტია "ქართული ოცნების" დატოვების მიზეზებსა და პარტიული დემოკრატიის პრობლემებზე. მან თქვა, რომ "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის თხოვნით და იმ შეთანხმებით მივიდა, რომ პარტიის რეფორმირება მოხდებოდა.
ჩამოტვირთე მეტი