თურქეთის ევროკავშირის მინისტრი აცხადებს, რომ არ არის იმედიანად განწყობილი ევროკავშირთან იმ შეთანხმების მიღწევის თაობაზე, რომელმაც თურქეთის მოქალაქეებს ბლოკში უვიზო მოგზაურობის უფლება უნდა მისცეს.
გასულ კვირაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავითოღლუმ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. ბოლოხანს სწორედ დავითოღლუ აწარმოებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებას მიგრაციით გამოწვეული მწვავე კრიზისის მოსაგვარებლად.
საბაზრო კონკურენცია არის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური განვითარების მექანიზმი, რაც კაცობრიობას შეუქმნია, მაგრამ ის არ არის უპირობო და უნივერსალური. მას სჭირდება კონტექსტი იმისთვის, რომ შეძლოს ფუნქციონირება და დაეხმაროს საზოგადოებას განვითარებაში.
ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახლემწიფოსთან" საბრძოლველად ჩრდილოეთ ერაყში ჩამოყალიბდა სამხედრო დანაყოფი, რომელშიც მხოლოდ ქალები არიან. იეზიდი და ქურთი ქალებისგან შემდგარი ეს ჯარი ფეშმერგას ძალებთან ერთად იბრძვის, რომ შური იძიოს ექსტრემისტების მხრიდან ქალებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ ეს სისტემა ნატოს დაიცავს უწინარესად ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი, მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტებისგან.
საჩხერის რაიონის სოფელ ოტრიაში რუსი სამხედროების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 11 მაისს დაკავებული მოქალაქეები 13 მაისს საღამოს გაათავისუფლეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა შესაძლოა „ქართული ოცნება“ დატოვოს. ის საბოლოო გადაწყვეტილებას გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
ევროკავშირი ადანაშაულებს ანკარას იმ ანტიტერორისტული კანონმდებლობის გამო, რომელიც, ბრიუსელი აზრით, ჟურნალისტების დაშინებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ არის მიმართული.
უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქვეყნის გენერალურ პროკურორად იური ლუცენკოს დანიშვნის გადაწყვეტილებას, რომელსაც მანამდე „ვერხოვნა რადამ“ დაუჭირა მხარი.
12 მაისს რუმინეთში მდებარე დევესელის ბაზაზე ევროპის ანტისარაკეტო ფარის პირველი კომპონენტი, აშშ-ის მიწისზედა ბაზირების რაკეტგადამტაცი სადგური, ამოქმედდა.
ჩამოტვირთე მეტი