აუცილებელია, ბოლომდე დავრწმუნდეთ იმაში, რომ ქართული პარტიები მართლა დემოკრატიზაციის და კანონის უზენაესობის დაცვის გზას დაადგნენ. ჯერჯერობით, ამის დასტურად მხოლოდ გარეგანი და უკიდურესად ზედაპირული მტკიცებულებები გვაქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, მალე მეტი ნათელი მოეფინება იმას, თუ სად ვართ რეალურად.