28 ივნისს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე. მან ილაპარაკა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო გაწვევას წყვეტს.