საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 8 სექტემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების პროპორციული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცდა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია.
ისლამ ქარიმოვი, ყოფილი კომუნისტი ლიდერი, 27 წელი ედგა სათავეში უზბეკეთს და აქტიურად იყენებდა უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურებს მოსახლეობაში უკმაყოფილების ყოველგვარი გამოვლენის ჩასახშობად.
თითქმის ექვს საათს გასტანა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულმა შეხვედრამ.
9 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გიორგი ლილუაშვილი, პარტია "საქართველოს" (N17) თავმჯდომარე და ვარლამ ავალიშვილი, პარტია "საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ჩრდილოეთმა კორეამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ბირთვული ცდა ჩაატარა.
9 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რევაზ შავიშვილი, "ეროვნული ფორუმის" (N26) პოლიტსაბჭოს წევრი.
9 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რევაზ შავიშვილი, "ეროვნული ფორუმის" (N26) პოლიტსაბჭოს წევრი. მან მსმენელს გააცნო პარტიის პოზიციები პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ამ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო პროგრამაში ვრცლად არის წარმოდგენილი.
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შეაქო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ის პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე უკეთესი ლიდერიაო, თქვა ტრამპმა 7 სექტემბერს.
ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის ჟურნალისტებს შეხვდა. ეს იყო რიგით მესამე გადაცემა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემათა ციკლიდან, რომელიც წინასაარჩევნო პროექტია და ქვეყნის ათივე რეგიონში მმართველი პარტიის საარჩევნო აგიტაციას ემსახურება.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო დაეხმარება საქართველოს გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები.
ჩამოტვირთე მეტი