აშშ-ის სენატში 12 იანვარს გამართულ საკომიტეტო მოსმენებზე არჩეული პრეზიდენტის მიერ ქვეყნის უსაფრთხოების ორი უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელებად წარდგენილმა კანდიდატებმა დაადასტურეს, რომ აშშ-ის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი, რომელიც ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში.
ას შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის 59-მა წევრმა - მათ შორის, პარლამენტის 21-მა დეპუტატმა - დატოვა, მათ საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობასაც” გადაარქვეს სახელი და ”ევროპული საქართველო” უწოდეს.
საქართველოს პარლამენტის 21 დეპუტატის გარდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 12 იანვარს დატოვა თბილისის საკრებულოს სამმა წევრმა და 20-ზე მეტი საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
13 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად აბაშიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირთა საქმის არსებითი განხილვა, რომლის დროსაც მოწმეების დაკითხვა უნდა დაწყებულიყო, გადაიდო.
ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოსა და უკრაინისათვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე მარია გაბრიელი ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეები წელს მარტიდან შეძლებენ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას.
12 იანვარს საქართველოს მცირე ხნით ესტუმრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომლის თვითმფრინავმაც ტექნიკური დაშვება განახორციელა თბილისის აეროპორტში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ აშშ და საქართველო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც სტრატეგიულ პარტნიორებად დარჩებიან.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available