ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის წინ, რომელიც ნოემბერში ბრიუსელში უნდა გაიმართოს, რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის ინსტიტუტებს, სამიტმა საქართველოსთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან მიმართებით გრძელვადიანი მიზნები დასახოს, რამდენადაც ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან არ არის ევროკავშირთან ურთიერთობის საბოლოო მიზანი.