ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების პროპორციულ საარჩევნო სიებში სულ 116 ქალია. მათგან 55 ადგილს სიების პირველ ათეულში იკავებს.
საპარლამენტო უმრავლესობამ კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 117 ხმით დაძლია და, შესაბამისად, არ გაიზიარა მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც 6 პუნქტად იყო გაწერილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება. რას ფიქრობს ხალხი საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო რეკლამების თაობაზე? ამ შეკითხვით მივმართეთ თბილისის ქუჩებში გამვლელებს.
კატალონიის ლიდერი, კარლეს პუჩდემონი, თავისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის ზეწოლის ქვეშ მოექცა - მოკავშირე მას სთხოვს გამოაცხადოს სრული დამოუკიდებლობა და უგულებელყოს ესპანეთის ცენტრალური მთავრობის მუქარა, რომ შემოიღებს პირდაპირ მმართველობას.
13 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ხათუნა სამნიძე, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.
13 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატი.
ერთმანეთის მეტოქე პალესტინურმა ფრაქციებმა, “ჰამასმა” და “ფატაჰმა”, ხუთშაბათს შერიგების ხელშეკრულება გააფორმეს - მას შემდეგ, რაც “ჰამასი” დათანხმდა დათმოს ადმინისტრაციული კონტროლი ღაზაზე, რაფას მნიშვნელოვანი სასაზღვრო პუნქტის ჩათვლით.
ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა გამოდის ინიციატივით ერაყის ხელისუფლებასთან გაიმართოს მოლაპარაკება ქურთთა აეროპორტების, სასაზღვრო პუნქტებისა და ბანკების თაობაზე, რომლებსაც ბაღდადმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ შეზღუდვები დაუწესა.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის წინ, რომელიც ნოემბერში ბრიუსელში უნდა გაიმართოს, რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის ინსტიტუტებს, სამიტმა საქართველოსთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან მიმართებით გრძელვადიანი მიზნები დასახოს, რამდენადაც ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან არ არის ევროკავშირთან ურთიერთობის საბოლოო მიზანი.
რუსთავის თვითმმართველობის არჩევნებში მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს დებატებისთვის სხვადასხვა პლატფორმას სთავაზობენ, იქნება ეს ადგილობრივი ტელევიზია, სოციალური მედია თუ, უბრალოდ, თავისუფალი სივრცე.
ჩამოტვირთე მეტი