საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ირაკლი ტაბაღუა მეშვიდეა, რომელიც რუსთავის ხელისუფლებას უხელმძღვანელებს. პროფესიით ფინანსისტმა პირველივე ტურში გაიმარჯვა რუსთავის მერის არჩევნებში, რომელიც ერთი თვის წინ ჩატარდა.
ახალი მერის არჩევის შემდეგ უწყების ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილეებს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდებათ, თუმცა კანონი მერს არ ავალდებულებს ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
„ფრიდომ ჰაუსის“ ახალ ანგარიშში „ინტერნეტის თავისუფლება 2017“, რომელიც 2016 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 მაისამდე პერიოდს ასახავს, საქართველო ერთი ქულით დაწინაურდა და 24 ქულა დაიმსახურა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავაც რჩება თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში და შეფასებისას აღნიშნულია, რომ საქართველოში გაიზარდა ინტერნეტმომხმარებლების რიცხვი, ხოლო ინტერნეტმედიის მუშაობას არ ავიწროებს ხელისუფლება.
14 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა სამთავრობო ცვლილებებზე. ეკა გიგაური ზოგადად მიესალმება საჯარო სამსახურის ოპტიმიზაციის იდეას, თუმცა, თვლის, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო იმისთვის,
14 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი.
ქუთაისში, არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა გიორგი ჭიღვარიამ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 109 119-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 18,09 პროცენტია.
ბათუმის ახლად არჩეულ მერს, ლაშა კომახიძეს, ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, ქალაქის გასაღები სიმბოლურად გადასცა და წარმატება უსურვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარტვილის თვითმმართველ თემში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა ლიდერობს.
12 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ქალაქ ქუთაისის მერად არჩეულია “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი ჭიღვარია, რომელსაც მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა 87 %-ზე მეტმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგის გამოცხადებას დაელოდება და ამის შემდეგ ხაშურის მერის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.
ჩამოტვირთე მეტი