უკრაინისა და საქართველოს მტკიცე მეგობრობა, ორი ქვეყნის საერთო პრობლემა - რუსეთის დესტრუქციული ქმედებებით ხელყოფილი ტერიტორიული მთლიანობა, კიევისა და თბილისის თანამშრომლობა საერთაშორისო სარბიელზე და ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები - ასეთი იყო მთავარი აქცენტები, რომლებიც 27 ნოემბერს თბილისში უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ვოლოდიმირ გროისმანის, პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაისვა.