პარასკევს კომპანია ტვიტერის მისამართით არაერთი შეკითხვა გაისმა შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც კომპანიის თანამშრომელმა დროებით დახურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ანგარიში ტვიტერზე.
ევროკავშირის განცხადებით, ბლოკი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ მალტამ იპოვოს ჟურნალისტი ქალის „ბარბაროსი“ მკვლელები და, ამავე დროს, გადაჭრას კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული „პოტენციური სტრუქტურული პრობლემები“.
ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, სცადა თუ არა რუსეთმა გავლენა მოეხდინა ბრექსიტის, ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის, შესახებ შარშან ჩატარებულ რეფერენდუმზე.
საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს. პროექტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა.
ამერიკელი კონგრესმენები ცდილობენ დაადგინონ, რა როლს ასრულებდნენ მსოფლიოს უდიდესი სოციალური მედიისა და საინტერნეტო კომპანიები რუსეთის სავარაუდო მცდელობისას, გავლენა მოეხდინა 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე. ფეისბუკის, გუგლისა და ტვიტერის ხელმძღვანელობის წევრები 31 ოქტომბერს დაიბარეს სენატის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.
სენატის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელის, რიჩარდ ბერის, განცხადებით, 2016 წლის მაისში რუსმა ინტერნეტტროლებმა ერთსა და იმავე ადგილას და დროს მოაწყვეს საპროტესტო და მისი საწინააღმდეგო აქციები.
ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. სამშობლოში გამგზავრებამდე იგი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად ჯერ წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრა და იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემები მოისმინა, მოგვიანებით კი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩავიდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, 1 ნოემბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნება.
2 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბექა ლილუაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე საზოგადოება „ბათომის“ წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, შეხვდნენ.
ჩამოტვირთე მეტი