უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართული საპროტესტო აქციისას, როცა დემონსტრანტები აღნიშნავდნენ ევრომაიდანზე შეკრებილთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების მეოთხე წლისთავს, მოხდა დაპირისპირება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ უჩვენა კადრები, რომლებზეც ასახულია „ჰუასონგ-15“-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვება.
8 დეკემბრიდან 5 წლის ვადით საქართველოს სახალხო დამცველის პოსტს ნინო ლომჯარია დაიკავებს.
ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში, თითქმის ერთდროულად, ახლად არჩეულმა მერებმა თუ გამგებლებმა საზოგადოებას პირველი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ ამცნეს - თავიანთი მოადგილეები წარადგინეს.
გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, სამი მოადგილე, სამი თანაშემწე, სამი მრჩეველი, სამი კონსულტანტი და ორი მძღოლი ეყოლება. საშტატო ნუსხა გორის საკრებულომ დაამტკიცა. ეს თემა სოციალურ ქსელ ფეისბუკში საზოგადოების განხილვის საგანი გახდა.
ქუთაისის ახალი მერი, გიორგი ჭიღვარია, თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მან საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა წინამორბედს, შოთა მურღულიას, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარესა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გიორგი ჭიღვარიას მერიაში დახვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საერთო სასამართლოების მიმართ ბოიკოტის რეჟიმში გადადის და ადვოკატებს აცილებას აძლევს.
უკრაინაში არ წყდება ლაპარაკი ქვეყნიდან საქართველოს 11 მოქალაქის გაძევების შესახებ. უკრაინის ხელისუფლების ასეთ საქციელს „ამორალური“ უწოდა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ, თუმცა დეპორტირებულ ქართველებზე სიუჟეტის მომზადების პროცესში ჩვენმა კოლეგებმა გაარკვიეს ისიც, რომ ერთი მათგანის მიმართ არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონია პრეტენზია, არამედ დონბასში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელობასაც.
გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინა შეხვედრებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და პოზიტიური მოლოდინი გამართლდა.
თბილისში გაიხსნა აბრეშუმის გზის ორდღიანი ფორუმი, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი, მათ შორის, 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ჩამოტვირთე მეტი