მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქუთაისში, რეგიონალური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ - დემოკრატიის სკოლაში გაიმართა, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ დახმარების პროგრამებზე, მათი გამოყენების შესაძლებლობებსა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე იმსჯელეს.