საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე მსჯელობისას ცნობილი გახდა, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა კონსტიტუციის პრეამბულაში ევროატლანტიკური მისწრაფებების დაფიქსირებასთან დაკავშირებით.
თბილისის საკრებულოს დეპუტატთა ერთი ნაწილი თბილისის მერის, დავით ნარმანიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებს.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან კიდევ ერთი ადამიანი იქნა დაკავებული. რუსეთის მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მცხოვრები 42 წლის კახაბერ ქისიშვილი მეზობელ სოფელ ოტრევთან დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გადაიყვანეს.
აშშ-ის კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის რანგში თავისი პირველი გამოსვლის დროს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ მუსლიმი მოკავშირეების დახმარებით დაამარცხებენ.
ასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც გუშინ გაიმართა მოსკოვში, ნემცოვის მკვლელობის ადგილას. ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობდა ხუთი პირი, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ მათ მკვლელობა დაუკვეთეს მაღალირანგის პირებმა.
გუშინ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის რამდენიმე ათასმა მონაწილემ პროტესტი გამოთქვა იმ პოლიტიკური შეთანხმების წინააღმდეგ, რომელიც აფართოებს ალბანურის, როგორც ოფიციალური ენის გამოყენების არეალს.
ჩერნოგორიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილო ჯუკანოვიჩმა, გასულ კვირაში კვლავ დაადანაშაულა რუსეთი ბალკანეთის დესტაბილიზაციის მცდელობაში.
თეთრი სახლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვანი გაზრდის თხოვნით მიმართოს აშშ-ის კონგრესს, რომლის წინაშე დონალდ ტრამპი 28 თებერვალს სიტყვით პირველად გამოვა.
ჩამოტვირთე მეტი