მოსკოვში დაიწყო თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები, რასაც კრემლმა „ურთიერთობის შემდგომი ნორმალიზებისკენ“ მიმართული ნაბიჯი უწოდა.
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს კამპანიას მოსახლეობისთვის ამ თემაზე მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა მმართველმა პარტიამ უკვე დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შვიდ მუნიციპალიტეტს გაუუქმდება
პენტაგონმა სირიაში გაგზავნა დამატებით 400 ამერიკელი სამხედრო და მძიმე საარტილერიო შეიარაღება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ციტადელის, ქალაქ რაქის, გათავისუფლების ოპერაციაში.
9 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და პრეზიდენტის ინსტიტუციური როლისა და არჩევის წესის ცვლილების საკითხზე.
საქართველოში ნელ-ნელა ჩაცხრა ის ვნებათაღელვა, რაც გამოიწვია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის, განცხადებამ საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის შესაძლო გახსნის თაობაზე.
ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ, მიუხედავად ყოველგვარი წინააღმდეგობისა, კომისიამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლის პროცესი და 2018 წლის შემდეგ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ უნდა ირჩეოდეს.
ჩამოტვირთე მეტი