ვორონენკოვის მკვლელობასთან დაკავშირებით უკრაინის პოლიცია განიხილავს მკვლელობასთან რუსეთის კავშირის ვერსიას.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლ მანაფორტმა რუსეთს 2005 წელს შესთავაზა „საიდუმლო პოლიტიკური სტრატეგია“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოზიციის განსამტკიცებლად და, შესაბამისად, მისი ოპონენტების დასასუსტებლად.
22 მარტს, ნაშუადღევს დიდი ბრიტანეთის პარლამენტზე განხორციელებულ იქნა იერიში, რომელსაც ლონდონის პოლიცია "ტერორისტულ თავდასხმად" აფასებს. საუბარია ორ კოორდინირებული ინციდენტზე.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ დაძლია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მიერ 20 მარტს დადებული ვეტო და, შესაბამისად, არ გაიზიარა გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნისა და ფუნქციონირების პრინციპებს შეეხება.
ამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია დოკუმენტზე მუშაობისას ბავშვთა ინტერესებს სათანადო ყურადღებას არ უთმობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა აშშ-ის სენატის ლიდერებს მიმართა მოწოდებით, დაამტკიცონ ჩერნოგორიის განცხადება ნატოში ამ ქვეყნის გაწევრიანების სურვილის თაობაზე.
ჩამოტვირთე მეტი