გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”, რომელშიც გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 91 პროცენტის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები, მზადყოფნას გამოთქვამენ შ.პ.ს. ტელეკომპანია „საქართველოს“ აქციების საკონტროლო პაკეტის 51 პროცენტი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს გადასცენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, გორში შეხვედრები გამართა. გორის უნივერსიტეტში მას სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ. დარბაზში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩანდნენ.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი არ ცდილობს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა უკან გაიხმეს კანონპროექტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ შემოღებული სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გაუქმებას ისახავდა მიზნად.
ვორონენკოვის მკვლელობასთან დაკავშირებით უკრაინის პოლიცია განიხილავს მკვლელობასთან რუსეთის კავშირის ვერსიას.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლ მანაფორტმა რუსეთს 2005 წელს შესთავაზა „საიდუმლო პოლიტიკური სტრატეგია“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოზიციის განსამტკიცებლად და, შესაბამისად, მისი ოპონენტების დასასუსტებლად.
ჩამოტვირთე მეტი