პენტაგონმა სირიაში გაგზავნა დამატებით 400 ამერიკელი სამხედრო და მძიმე საარტილერიო შეიარაღება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ციტადელის, ქალაქ რაქის, გათავისუფლების ოპერაციაში.
9 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და პრეზიდენტის ინსტიტუციური როლისა და არჩევის წესის ცვლილების საკითხზე.
საქართველოში ნელ-ნელა ჩაცხრა ის ვნებათაღელვა, რაც გამოიწვია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის, განცხადებამ საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის შესაძლო გახსნის თაობაზე.
ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ, მიუხედავად ყოველგვარი წინააღმდეგობისა, კომისიამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლის პროცესი და 2018 წლის შემდეგ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ უნდა ირჩეოდეს.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, საქართველოს მთავრობის საჩივარზე დაყრდნობით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ვანო მერაბიშვილის - საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო.
დღეს ევროპის კავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა დოკუმენტი შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ.
აზერბაიჯანელი ბლოგერი მეჰმან ჰასანოვი თავის ქვეყანაში ცნობილია გამოძიებებით მთავრობის შესაძლო კორუფციული საქმიანობის შესახებ. იანვარში ის ცოტა ხნით დააკავეს, ხოლო შემდეგ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა განახლებულ ბრძანებულებას, რომელიც დროებით კრძალავს რიგი მუსლიმური ქვეყნებიდან აშშ-ში მოგზაურობას.
ჩამოტვირთე მეტი