„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთისათვის სანქციების გამკაცრების თაობაზე, თუმცა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულებისათვის აუცილებელია პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომა, რასაც რუსეთიც უნდა დაეთანხმოს.
რა იცის ქართულმა საზოგადოებამ აფხაზეთში ომით დაზარალებული აფხაზების თაობაზე? როდის გაჩნდნენ პირველი აფხაზი დევნილები, რა გადახდათ მათ თავს? როგორ გაჰქონდათ თავი და როგორ ჰგავს ომით გამოწვეული დევნილობის გამოცდილება ერთმანეთს ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, ფრონტის რომელ მხარეს აღმოჩნდნენ ისინი.
11 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი.
კამპანიის, „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ფოსტით გაგზავნეს 300-ზე მეტი მოქალაქის სარჩელი ე.წ. მოსმენების კანონზე.
კამპანია ”ეს შენ გეხებაში” ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნეს 283 მოქალაქის სასარჩელე განცხადებები, რომლებითაც ისინი პარლამენტის მიერ მიღებული ფარული თვალთვალის შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ჩასასვლელად ვიზები არ ესაჭიროებათ, საგარეო უწყების ინფორმაციით, ბოლო ხანებში საზღვრიდან არაერთი ადამიანი გამოაბრუნეს უკან.
6 აპრილს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ოფიციალურად ამოქმედებიდან 11 დღეში, ევროპარლამენტმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ამჯერად უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის უფლების მინიჭების გზაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 10 აპრილს თანმხლებ პირებთან ერთად ჩავიდა იტალიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების, „დიდი შვიდეულის“, შეხვედრაში, რომლის უმთავრესი საკითხი იქნება სირიაში შექმნილი ვითარება.
ცხინვალში ანატოლი ბიბილოვის გამარჯვებას მისი მომხრეები უკვე ზეიმობენ და დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს, დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებენ.
10 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
თბილისში მეორედ ტარდება ნატოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ტაკან ილდემი.
ნატო, როგორც უსაფრთხოების დაცვის შეუცვლელი გარანტი, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და რუსეთის მიერ შევიწროებული მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც მეტი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ.
ჩამოტვირთე მეტი