მაკედონიელ კანონმდებელთა კოალიციის თავმჯდომარემ, ზორან ზაევმა, დღეს უარი განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტთან, ჯორჯე ივანოვთან შეხვედრაზე. გუშინ ზაევსა და რამდენიმე სხვა დეპუტატს თავს დაესხა დემონსტრანტთა ჯგუფი, რომელიც პარლამენტის შენობაში შეიჭრა.
საქართველოსა და აშშ-ს შორს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გალერეა Black & White-ში ფოტოგამოფენა გაიხსნა.
დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან სტუდენტები - გიორგი ლოლაძე და გიორგი ცხაკაია.
28 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ალაფიშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე რამდენიმეთვიანი ტაიმაუტის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ერთობლივად შექმნან ახალი ცენტრისტული პარტია.
როგორი იქნება კონსტიტუციის პროექტის ის რედაქცია, რომელიც საერთო-სახალხო განხილვის საგანი უნდა გახდეს? ამ კითხვაზე პასუხი დიდწილად დამოკიდებულია დავაზე, რომელმაც თავი იჩინა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.
საქართველოსა და აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს აღნიშნავენ ბათუმშიც.
საქართველოსა და აშშ-ს შორს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისში, გალერეა Black & White-ში, 27 აპრილს ფოტოგამოფენა გაიხსნა.
პოლიტიკაში დაბრუნდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, დავით უსუფაშვილი.
საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რამუშ ჰარადინაის, ექსტრადიციაზე, რასაც ესწრაფვის სერბია.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი თოდუა, თანამდებობიდან გადააყენეს. ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
ჩამოტვირთე მეტი