აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს აღარ ჰყავს უფროსი. FBI-ს დირექტორი, ჯეიმს კომი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან დაითხოვეს იმის გამო, რომ არასწორად გაუძღვა საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, ელექტრონული ფოსტის გარშემო გამოძიებას.