11 ივნისს კოსოვოში დასრულდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ყველაზე მეტი ხმები ერგო კოსოვოს მემარჯვენე-ცენტრისტულ დემოკრატიულ პარტიას.
გადაცემაში ქალების თვალით დანახულ აფხაზეთის ომზე მოგითხრობთ, იმ ქალებისა, რომელთაც ომში შვილები, ძმები დაეღუპათ.
ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში თბილისში შეხვედრებს მართავს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარე, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი - მედლინ ოლბრაიტი.
აშშ-ის სენატორებმა 12 ივნისს განაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას იმ საკანონმდებლო პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას კრემლის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო.
13 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ცუხიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საპარლამენტო მდივანი.
მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო მისი ინიციატივით დაწყებულ ანტიკორუფციულ აქციაში.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, 12 ივნისს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა (Task Force) საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა პარლამენტში.
სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა ჰიპ-ჰოპ პროექტ „ბირჟა მაფიის“ წევრები - მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, რომლებიც გასულ კვირაში დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, 12 ივნისს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა (Task Force) საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა პარლამენტში. სამუშაო ჯგუფი მცირე შესვენების შემდეგ გენდერული კვოტირების თაობაზე დისკუსიას აახლებს.
12 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო ლევან კობერიძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
ჩამოტვირთე მეტი