„ვაშინგტონ პოსტი“ ანონიმურ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რობერტ მიულერი, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური მრჩეველი, იძიებს, შეუშალა თუ არა ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან კავშირების თაობაზე მიმდინარე გამოძიებას, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო აწარმოებდა.