ბათუმში გაიხსნა მე-14 საერთაშორისო კონფერენცია, „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა.“
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელი მოქალაქე, მათ შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი.
უმცროსი დონალდ ტრამპი, აცხადებს, რომ მამისათვის არაფერი უთქვამს 2016 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, რუს იურისტთან შეხვედრაზე, რადგან შეხვედრის დროს არ მიუღია ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისათვის ღირებული ინფორმაცია.
რატომ უყურებენ შორიდან ევროპელი დამკვირვებლები საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღმართულ უკანონო ბანერებს და ვინ არის "მთავარი ვიოლინო" ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე?
შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაცენტრები გაიხსნა საქართველოს დიდ ქალაქებში არსებულ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში.
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების პროცესი და ამ პროცესიდან გამომდინარე შედეგები საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ კორპუსთან მსჯელობის საგანი გახდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტი დასრულებულია. ისინი რუსეთის ფედერაციის სათათბიროში შეხვდნენ სათათბიროს დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის - ავლევის, კნოლევის, ცერონისისა და თამარაშენის - მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თხრილების გავლება დაიწყეს.
12 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი მჭედლიშვილი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი.
გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, უმცროსი დონალდ ტრამპი, მამის წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეხვდა რუს იურისტს ისე, რომ წინასწარ ჰქონდა მიღებული ცნობა მოსკოვის ხელში ჰილარი კლინტონის კანდიდატურისათვის საზიანო ინფორმაციის არსებობის შესახებ.
როგორ დამთავრდა აფხაზეთის ომი მათთვის, ვინც სოხუმში დარჩა და მათთვის, ვინც სოხუმი დატოვა. დევნილობის გამოცდილება, სტიგმა, რომელიც დევნილობას ახლდა წლების განმავლობაში და ომით დანგრეულ აფხაზეთში დარჩენილთა გამოცდილება.
სამი დღე, 476 დაშავებული პოლიციელი, 186 დაპატიმრებული და 225 დაკავებული დემონსტრანტი, ათობით დალეწილი ვიტრინა და დამწვარი ავტომანქანა, ჩამტვრეული შუშები და დაზიანებული შენობები – ასეთია „დიდი ოცეულის“ სამიტის არცთუ სასიხარულო სტატისტიკა.
ჩამოტვირთე მეტი