ბათუმში აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა სამოქალაქო სექტორს გააცნო რეგიონის ბიუჯეტის დაგეგმარების, ხარჯვისა და შესრულების შესახებ გამოკვლევის შედეგები.
თბილისში ჩატარდა "ქართველთა მარში", რომლის მონაწილეებმაც მოითხოვეს საიმიგრციო კანონის გამკაცრება და საქართველოს ტერიტორიიდან "არალეგალი, კრიმინალი" უცხოელების სასწრაფო წესით დეპორტირება.
მოსკოვისა და ვაშინგტონის ლიდერების ყოველ შეხვედრას ისტორიის, სამხედრო ძლიერების, მსოფლიო წესრიგზე ურთიერთსაწინააღმდეგო ხედვების გათვალისწინებით აფასებენ ხოლმე და გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის 7 ივლისის შეხვედრას „ისტორიულს“ ვუწოდებთ.
ოკუპირებული ქალაქ გალის მილიციაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს ბინადრობის მოწმობების მისაღებად საბუთების ჩაბარება.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს უკან დახევას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საკითხზე მანამ, სანამ მოსკოვი არ დათანხმდება უკრაინასა და სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებულ სამშვიდობო შეთანხმებებს.
პოლიტიკური ოპოზიცია მზადაა ხელისუფლებასთან დიალოგი აწარმოოს და ორმხრივი კომპრომისების საფუძველზე მიაღწიოს შეთანხმებას კონსტუტიციის ცვლილებების პროექტზე.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სოფელ ყარაფილას სიახლოვეს ჩავიდა. მან საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული ბანერი მოინახულა.
14 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკა ხუციშვილი, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი და სოფო ასათიანი, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის პროექტის კოორდინატორი.
ჩინეთის ხელისუფლებამ ყურად არ იღო საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება, რათა გაეთავისუფლებინა ცნობილი დისიდენტი და უფლებების დამცველი და მიეცა მისთვის უფლება სიცოცხლის ბოლო დღეები საზღვარგარეთ გაეტარებინა.
ბათუმში გაიხსნა მე-14 საერთაშორისო კონფერენცია, „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა.“
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელი მოქალაქე, მათ შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი.
უმცროსი დონალდ ტრამპი, აცხადებს, რომ მამისათვის არაფერი უთქვამს 2016 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, რუს იურისტთან შეხვედრაზე, რადგან შეხვედრის დროს არ მიუღია ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისათვის ღირებული ინფორმაცია.
ჩამოტვირთე მეტი