ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგი იმისათვის, რომ ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილებები არ აღმოჩნდეს საზიანო ეკონომიკისთვის, მეორე მხრივ კი, ამავე გადაწყვეტილებებს საფუძვლად არ უნდა ედოს ცალკეული მსხვილი ბიზნესის ინტერესები.