საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები დღეს არსებული სახით შევა, ეს ქვეყნისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება და ამიტომაც პარლამენტს ამ კანონებზე ვეტოს დადების შემდგომ მოტივირებულ შენიშვნებს სთავაზობს.
პეკინის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა, შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გია კუბლაშვილის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, როგორი იქნება განახლებული პეკინის გამზირი. ერთ-ერთი ვარიანტია ქუჩის გაცალმხრივება.
საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ყოველ ზაფხულს ბათუმი მასპინძლობს. წელს კონფერენცია სოფელ ბერშუეთთან „მცოცავი ოკუპაციის“ განახლებას დაემთხვა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს გადაუგზავნა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონებზე მოტივირებული შენიშვნები.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ შეხვედრები გამართა პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან.
მიმდინარე თვის ბოლოს საქართველოში დაიწყება რიგით მესამე, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“. როგორც თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
უკრაინის დედაქალაქში გამართულ მცირერიცხოვან აქციაზე, რომელიც ერთი წლის წინ მოკლული ჟურნალისტის, პაველ შერემეტის, ხსოვნას მიეძღვნა, საქმის გახსნა და შემკვეთების დასჯა მოითხოვეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
მომავალი კვირიდან მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ოპოზიციურ სპექტრთან მოლაპარაკებების კვლავ განახლებას აპირებს.
საქართველოს შესახებ ქვეთავში ვკითხულობთ, რომ, მიუხედავად ოკუპირებული რეგიონების არსებობისა და მკაცრი რელიეფის, რომელიც საზღვრების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობას ზღუდავს, საქართველოში გაუმჯობესებულია საზღვრის უსაფრთხოება.
პრინციპით „მეტი მეტის წილ“ საქართველო ევროკავშირისგან მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიიღებს სოლიდურ დახმარებას, რომელიც გადანაწილდება განათლების სფეროს, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატიურ უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ ახალ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ცხრა ქვეითი ბატალიონის გაწვრთნა და შემდეგ ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა იგეგმება.
ჩამოტვირთე მეტი