აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, საქართველოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:05 წუთზე დაეშვა. მისი ტურნე, რომელიც ესტონეთს, საქართველოსა და ჩერნოგორიას აერთიანებს, მიზნად ისახავს პრეზიდენტ ტრამპის მესიჯის გადაცემას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომ ამერიკა მათ არ მიატოვებს და რომ არ შეეგუება აგრესიას რუსეთის მხრიდან. ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში ანალიტიკოსები უკავშირებენ ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში დამტკიცებულ საკანონმდებლო აქტს, რომელიც, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ისახავს მიზნად და რომელსაც უკვე მოჰყვა საპასუხო ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან.