თბილისის დემირელის კოლეჯის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც დაგეგმილ 35 წუთზე ბევრად მეტ ხანს გაგრძელდა.
აფხაზური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ახლახან, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში გამოითქვა მოსაზრება, რომ ურმებით გადაადგილება 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელია, რის გამოც, შესაძლოა, დათანხმდნენ მიკროავტობუსით მათ შეცვლას.
ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი 35 წუთის ნაცვლად ორ საათზე დიდხანს გაგრძელდა.
ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა მისთვის პატივია და ამ შეხვედრისგან იგი მოელის ძალიან ბევრ პოზიტივს მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის.
"მეათე სტუდიაში" გიამბობთ საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების სტუმრობაზე და იმაზე, თუ რა ნახეს მათ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მავთულხლართებთან.
პარასკევს, 6 ივლისს, ჰამბურგში, დიდი ოცეულის მსოფლიო ლიდერთა სამიტის წინ შეტაკება მოხდა პოლიციასა და ანტიკაპიტალისტთა საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის.
ორდღიანი ვიზიტით სოხუმს ეწვია სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი.
სახლი ერგნეთში, ნახანძრალი კედლები, ომის სუნი, ჭურვებისა და ბომბების ნამსხვრევები, ფერფლიდან ამოღებული პატარა ჭიქა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამ სახლისგან ნასახლარი დარჩა, მაგრამ მოგვიანებით აღადგინეს, თუმცა ომის კვალი სარდაფში მაინც შეინიშნება.
პრაღაში მიმდინარეობს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი.
ჩამოტვირთე მეტი