საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას, თუმცა, ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯვნის მიუხედავად, მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყანაში სარგებლობს პრივილეგიებით, რომლებიც სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის გათვალისწინებული არ არის, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში რელიგიური თავისუფლების შესახებ.