ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გასაწევრიანებლად ქვეყნის თანმიმდევრული და მიზანმიმართული სტრატეგიის საჭიროებაზე ლაპარაკობენ სპეციალისტები, რომლებიც, ბოლო წლებია, ინტეგრაციის თემაზე აქტიურად მუშაობენ.
ჩეხეთში და მის ფარგლებს გარეთ ბევრი ელოდება, როგორ დასრულდება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ჩეხეთში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მილოშ ზემანი, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ჩეხეთის პრეზიდენტი, და პროევროპელი ირჟი დრაჰოში.
თვითმმართველობის სტატუსის გაუქმებამდე ახალციხეში 16 ააიპი და 4 შპს ფუნქციონირებდა. ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებამ ახალციხელები ახალი რეალობის წინაშე დააყენა. როგორია ხელისუფლების პრიორიტეტები და რას ითხოვს ოპოზიცია?
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „არ არის რასისტი“. ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკას, თითქოს 11 იანვრის შეხვედრაზე „ნეხვის ორმო“ ("shithole") ეწოდებინოს აფრიკის ქვეყნების, ჰაიტისა და სალვადორისთვის.
საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის - საქმის გადასინჯვასა და მის გათავისუფლებას ითხოვს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაზე ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირიც და მათი მოწოდებები საქართველოსაც უკავშირდება.
15 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რუსუდან მჭედლიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლისა" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენელი.
15 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საია საჩივარში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების - სიცოცხლისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებების - დარღვევას ასაბუთებს.
11 იანვარს პანკისის ხეობაში დაკრძალეს 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცპერაციის დროს დაჭრილი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available