აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თურქეთის რესპუბლიკის ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შეზღუდვა საზღვრის გადაკვეთისას და ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მიმოსვლას.
საქართველო კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ახალ ანგარიშში („თავისუფლება მსოფლიოში – 2018“), რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა.
ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გასაწევრიანებლად ქვეყნის თანმიმდევრული და მიზანმიმართული სტრატეგიის საჭიროებაზე ლაპარაკობენ სპეციალისტები, რომლებიც, ბოლო წლებია, ინტეგრაციის თემაზე აქტიურად მუშაობენ.
ჩეხეთში და მის ფარგლებს გარეთ ბევრი ელოდება, როგორ დასრულდება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ჩეხეთში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მილოშ ზემანი, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ჩეხეთის პრეზიდენტი, და პროევროპელი ირჟი დრაჰოში.
თვითმმართველობის სტატუსის გაუქმებამდე ახალციხეში 16 ააიპი და 4 შპს ფუნქციონირებდა. ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებამ ახალციხელები ახალი რეალობის წინაშე დააყენა. როგორია ხელისუფლების პრიორიტეტები და რას ითხოვს ოპოზიცია?
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „არ არის რასისტი“. ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკას, თითქოს 11 იანვრის შეხვედრაზე „ნეხვის ორმო“ ("shithole") ეწოდებინოს აფრიკის ქვეყნების, ჰაიტისა და სალვადორისთვის.
საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის - საქმის გადასინჯვასა და მის გათავისუფლებას ითხოვს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაზე ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირიც და მათი მოწოდებები საქართველოსაც უკავშირდება.
15 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რუსუდან მჭედლიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლისა" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენელი.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available